კომპანია SOTRANS ახორციელებს თქვენი ტვირთის გადაზიდვას სხვადასხვა ტიპის საავტომობილო ტრანსპორტის მეშვეობით ევრაზიის კონტინენტის მაშტაბით. საავტომობილო ტრანსპორტით ვახორციელებთ ყველა სახის, ფორმის, ტიპის, თვისებისა და გაბარიტის ტვირთების გადაზიდვას, რისთვისაც ვიყენებთ ჩვეულებრივ სტანდარტულ ტენტიან მანქანებს აგრეთვე 105 მ3, 120 მ3, სამაცივრო, თერმოიზოლირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
კომპანია SOTRANS ახორციელებს საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტით თქვენი ტვირთების გადაზიდვას ევრაზიის კონტინენტის იმ ქვეყნებში სადაც საქართველოს სარკინიგზო ხაზით შესაძლებელია დაკავშირება. სარკინიგზო გადაზიდვები ცალკეულ შემთხვევებში წარმოადგენს უფრო იაფ სატრანსპორტო საშვალებას ვიდრე საავტომობილო გადაზიდვაა და უფრო სწრაფს ვიდრე საკონტეინერო გადაზიდვებია, მაგრამ აქვს თავისებური უარყოფითი მხარეებიც. თქვენი ტვირთების გადაზიდვა სარკინიგზო ტრანსპორტით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ვაგონების მეშვეობით, რომლის სწორედ შერჩევაშიც დაგეხმარებიან ჩვენი სპეციალისტები
კომპანია SOTRANS ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ასევე ამიერკავკასიიდან სხვა ქვეყნებში თქვენი ტვირთის გადაზიდვებს საზღვაო-საკონტეინერო ხაზების მეშვეობით, რისთვისაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა ტიპისა და თვისებების ტვირთებისთვის სხვადასხვა კონტეინერები. ჩვენი აგენტების მეშვეობით (რომლებიც გვყავს სხვადასხვა ქვეყნებში) შეგვიძლია მივაწოდოთ კონტეინერი თქვენი ტვირთის მომწოდებელს ადგილზევე და მისი დატვირთვის შემდგომ ჩვენვე მოვახდინოთ მისი დაბაჟება (ყველანაირი საბაჟო პროცედურების განხორციელება) და გადმოზიდვა.
კომპანია SOTRANS-ის მეშვეობით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მიიღოთ ან გააგზავნოთ ტვირთები საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით. საჰაერო ტრანსპორტით ძირითადად გადაიზიდება მცირეზომისა და მცირეწონის ტვირთები, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა თქვენთვის გამოვყოთ მთლიანი საჰაერო ტრანსპორტიც დიდი ტვირტების გადასაზიდად
Information on the website will be updated in the near future.
კომპანია SOTRANS წარმოადგენს სატრანსპორტო გადამზიდავ და სატრანსპორტო ექსპედიტორულ ორგანიზაციას, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ტვირთების სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვებს, როგორც მთლიანი ასევე გრუპაჟული (მცირე მოცულობის) ტვირთების. აღნიშნული კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, რომელნიც უზრუნველყოფენ თქვენი ტვირთების გადაზიდვის სწორედ დაგეგმვასა და საიმედო გადაზიდვას. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს შემოგთავაზოთ ტვირთების საერთაშორისო და შიდა გადაზიდვა ისეთი პირობებითა და ფასებით რომელიც თქვენთვის იქნება მისაღები.
მუდმივი სწრაფვა ინოვაციისკენ და წარმატებისკენ - ეს სიტყვები ყველაზე ზუსტად ასახავს „SOTRANS“-ის სულს. „SOTRANS“-ის კონცეფციის არსი მდგომარეობს მუდმივ ზრდასა და განვითარებაში, რაც, უპირველეს ყოვლისა, კომპანიის პერსონალის უწყვეტ პროფესიონალურ სრულყოფას გულისხმობს. წლიდან-წლამდე „SOTRANS“-ის გუნდის თითოეული წევრი: - იმაღლებს კვალიფიკაციას, ეუფლებიან საერთაშორისო სტანდარტების გამოცდილებას და შედეგად, მთელს რეგიონში საუკეთესო, წამყვან სპეციალისტებად ყალიბდებიან. „ SOTRANS “ - ეს არის უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია მომხმარებელს გაუწიოს პროფესიონალური კონსულტაცია და შეისწავლონ მომხმარებლის მოთხოვნები. „ SOTRANS “-ის გუნდის თითოეული წევრი აბსოლუტურად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და, როგორც პიროვნულად, ასევე, პროფესიულად იზრდება. ასეთი წარმატებული თანამშრომლები ყოველთვის იმსახურებენ მადლობას და უმაღლეს შეფასებას.
„SOTRANS“ მუდმივად ზრუნავს სერვისის გაუმჯობესებაზე, რაზეც მეტყველებს დღითი-დღე მზარდი და კმაყოფილი ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა.
„SOTRANS“-ის წარმატების საიდუმლო მისი გუნდის თითოეულ წევრშია. ეს არის ადამიანების ყოველდღიური გარჯის ისტორია, რომელიც ყოველ დღე გაძლევს შანსს გუშინდელზე უკეთესი გახდე და საკუთარი თავის სრულყოფაზე იზრუნო. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მომსახურების მაღალ სტანდარტებზე და კლიენტის მოთხოვნების და საჭიროებების 100%-ით დაკმაყოფილებაზე. გაიცანით კომპანია SOTRANS-ის პერსონალი
Coming soon
John DOE, CEO, Company.
Coming soon
Jenny DOE, CEO, Company.
Coming soon
John DOEn, CEO, Company.
Coming soon
46 Vaja-Pshavela Ave.
Tbilisi, Georgia
info@sotrans.org
+995 574 03 15 60;
+995 599 09 23 25;